February 5, 2017

ჩვენს შესახებ

სკოლა , რომელშიც ბავშვი ბედნიერია

სკოლა “დეა” შეიქმნა მოტივირებული ადმიანების ჯგუფისაგან და წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ჩვენ შექმნის დღიდანვე მიზნად დავისახეთ, განათლების სფეროში, ჩვენი ადგილი დაგვემკვიდრებინა, მოგვეპოვებინა ხალხის ნდობა და კეთილგანწყობა.ჩვენ ყოველდღიურად ვხვეწთ მომსახურების პირობებს, რადგან ვთვლით, რომ სწავლების მაღლი დონე წარმატების დიდი საწინდარია.
სკოლა ,,დეა” განსხვავებული სულისკვეთებით ცხოვრობს. ეს არის სკოლა, რომელიშც მოსწავლეები თავს ბედნიერად გრძნობენ. სკოლაში ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის პოზიტიური მხარის გაღრმავებასა და გაძლიერებას.

სკოლა „დეა“ გთავაზობთ:

– მაღალი ხარისხის განათლებას;
– პროფესიონალთა ჯგუფს;
– მშბლიურ და კეთილგანწყობილ გარემოს;

სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით. გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული), ლოგიკა, სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი. ყურადღება ექცევა ჯანმრთელობის დაცვით ტექნოლოგიებს, სწავლების პროცესში გამოიყენება ინტერაქტიული მეთოდიკები.
დაწყებით საფეხურზე ისწავლება ქართული ხალხური ცეკვები, ჭადრაკი.
დიდი ყურადღება ეთმობა რელიგიის ისტორიის სწავლებასა და ლოგიკას. მესამე საფეხურზე მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო და მათემატიკური საგნების გაძლიერებული სწავლება.
თითოეული მოსწავლე სკოლას საკუთარ ოჯახად მიიჩნევს. ტარდება ბევრი საინტრესო ღონისძიება და ექსკურსია-ლაშქრობა, კარგად მუშაობს მოსწავლეთა თვითმმართველობა, შექმნილია კლუბები ინტერესის მიხედვით. სკოლაში არის მრავალი საინტერესო ნოვაცია, ჩამოყალიბებულია ,,კითხვის მოყვარულთა კლუბი” (მოსწავლეები დიდ დროს ატარებენ სკოლის ბიბლიოთეკაში).ასევე ფუნქციონირებს ,,მშობელთა სკოლა”, სადაც დაინტერესებული მშობელი თანამშრომლობს ფსიქოლოგთან, მედიცინის მუშაკებთან და მასწავლებლებთან. სკოლას ხშირად სტუმრობენ პროფესორ- აკადემიკოსები სხვადასხვა სფეროდან,რომლებიც მოსწავლეებს ესაუბრებიან მათთვის საინტერესო თემებზე.
სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ როგორც მაღალი, ასევე დაბალი კლასის მოსწავლეები, ღონისძიებები ხელს უწყობს მოზარდების თვითგამოხატვას, მათ საშუალება აქვთ წარმოჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, თითოეული მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს ღონისძიების დაგეგმვაში,აქტივობის დროს განისაზღვრება მათი როლები და პასუხისმგებლობა, რასაც წარმატებით ართმევენ თავს.

სკოლაში პერიოდულად ეწყობა ფსიქოლოგისა და პედაგოგების შეხვედრა, სადაც განიხილება ასაკთან თუ პიროვნულ მახასიათებლებთან დაკავშირებული წინააღმდეგობები, რომლებიც შეიძლება შეხვდეს მასწავლებელს ბავშვებთან ურთიერთობისას. ასევე მაღალი კლასის მოსწავლეებთან ტარდება ჯგუფური მუშაობები, პროექტ “მრგვალი მაგიდის” ფარგლებში. შეხვედრებზე განიხილება სხვადასხვა თემა მოსწავლეთა ინტერესისა და საჭიროების მიხედვით. ჯგუფური მუშაობისას შექმნილი ატმოსფერო და დადებითი დამოკიდებულება აუმჯობესებს მოსწავლეთა სოციალურ უნარ-ჩვევებს, თვითრეალიზაციას. თბილი და ნდობით აღსავსე გარემო ხელს უწყობს მოსწავლეებში თანაგანცდისა და მოსმენის უნარ-ჩვევების განმტკიცებას. სკოლაში განხორციელებული პროექტები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დასახონ მიზნები და გეგმები, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მუშაობენ. ბავშვებს შეუძლიათ მოითხოვონ დახმარება ჯგუფის სხვა წევრებისგან და გამოიყენონ მიღებული უკუკავშირი. ჯგუფში ბავშვის მცდელობა- აიღოს პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე- მხარდაჭერილი და წახალისებულია. მუშაობისას ძირითადი აქცენტი კეთდება პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობასა და გზების ძიებაზე.
სკოლის მოსწავლეებისთვის პერიოდულად ეწყობა გასვლები, ექსკურსია-ლაშქრობები-ქვეყნის ტერიტორიაზე, არსებული ღირსშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად, მოსწავლეების მონაწილეობითა და მასწავლებელთა დახმარებით ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
სკოლაში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული ჯგუფი (18.00 საათამდე).
სკოლას ემსახურება ტრანსპორტი.

სკოლის კრედოა: ,,გიყვარდეს ბავშვი,ენდე მას,არ ავნო! “