სტანდარტზევით სწავა

სახალისო მათემატიკა

სკოლაში ისწავლება განსხვავებული საგნები. ესენია სახალისო მათემატიკა, რომელიც I – VI კლასებში ისწავლება და აზროვნების წესი ანუ კრეატიული აზროვნება, II – XI კლასებში.
ამ საგნებში ჩატარებული გაკვეთილები მოსწავლეებს საშუალებას აძლვს სხვა კუთხით შეხედონ შესასწავლ საგნებს, დაინახონ ის მრავალფეროვნება, რომელიც ნებისმიერ მეცნიერებაში არსებობს, დარწმუნდნენ რომ სწავლა საინტერესო და სახალისოა და რაც მთავარია, მიღებული ცოდნა შეიძლება პრაქტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, გამოიყენონ.
სახალისო მათემატიკა, რომელიც დაწყებით საფეხურზე ისწავლება, ნებისმიერ მოსწავლეს ეხმარება საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდეს, ნახოს რომ მათემატიკა მისთვის ადვილად გასაგები საგანია. ამ კურსის სწავლების დროს მასწავლებლები უამრავ აქტივობას იყენებენ. სწავლება თამაშების გამოყენებით მიმდინარეობს. სხვადასხვა თემის შესწავლის დროს გამოიყენება მათმატიკური თავსატეხები, ნახატები, მაგიური კვადრატები.

4

9

2

3

5

7

8

1

6

 

ჩვენ მოსწავლეებს ძალაინ მოსწონთ სახალისო მათემატიკის გაკვეთილები, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სახის ამოცანების გადაჭრაში. მაგალითად, გეომეტრიის შესწავლაში მოსწავლეებს ძველი ჩინური თამაში „ტანგრამი“ ეხმარება, გამოიყენებენ გაკვეთილებზე მათემატიკურ (მაგიურ) კვადრატებს. საინტერესოა, რომ პირველი მათემატიკური კვადრატი ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იყო ცნობილი. კვადრატის პირველი გამოსახულება მოცემულია კუს ჯავშანში და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2200 წლით თარიღდება.  სახალისო მათემატიკის გაკვეთილზე მოსწავლეები ბევრ საინტერესო ინფორმაციას იღებენ, გაკვეთილები ბავშვებისთვის ყოველთვის ახალი ცოდნით, საინტერესო თამაშებითა და აქტივობებით არის დატვირთული.         მათემატიკური კვარდრატის ყოველ სვეტში და ორივე დიაგონალზე მოცემული რიცხვების ჯამი ერთი და იგივეა.

აზროვნების წესი

მოსწავლეებისთვის ასევე ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ საგანს წარმოადგენს „აზროვნების წესის“ გაკვეთილები. ამ გაკვეთილზე მოსწავლეები განსხვავებულად აზროვნებას სწავლობენ. ეცნობიან ისეთ საინტერესო საგანს, რომელსაც ლოგიკა ეწოდება. კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბება ნიშნავს ადამიანის ტვინის ორივე ნახევარსფეროს განვითარებას. ცნობილია, რომ თავის ტვინის ერთი ნახევარსფერო ემოციებზე აგებს პასუხს, ხოლო მეორე ლოგიკაზე. თუ ადამიანს ორივე ნახევარსფერო კარგად აქვს განვითარებული, მას უფრო ადვილად შეუძლია რთული, არაორდინალური ამოცანების გადაწყვეტა. ეს უნარი საჭიროა არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატების მისაღწევად.

„აზროვნების წესის“ გაკვეთილები მოსწავლეეებს მომავალ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად საფუძველს უყრის. კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებას ხელს არა მარტო სხვადასხვა დავალებების შესრულება უწყობს ხელს, არამედ გარკვეული ფიზიკური ვარჯიშები, რომლებსაც ჩვენი მოსწავლეები გაკვეთილების დაწყების დროს ასრულებენ. ასევე, დიდი ყურადღება ექცევა ნატიფი მოტორიკის განვითარებას, ხშირია თამაშები და დავალებები, რომლებიც ხელს უწყობს ემოციური ინტელექტის განვითარებას, ბავშვები ურთიერთთანამშრობლობის, ერთმანეთის პატივისხცემისა და ლიდერობის თვისებების ჩამოყალიბებას.
სკოლის განსხვავებული სტანდარტებით მომსახურების დროს შემოთავაზებული საგნები ერთ-ერთი საწინდარია ჩვენი მოსწავლეების წარმატების!