სკოლა ,,დეა” განსხვავებული სულისკვეთებით ცხოვრობს. ეს არის სკოლა, სადაც მოსწავლეები თავს ბედნიერად გრძნობენ. აქ ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი ხელს უწყობს თითეული მოსწავლის პოზიტიური მხარის გაღრმავებასა და გაძლიერებას. ჩვენთან სასკოლო გარემო თითოეულ მოსწავლეზეა მორგებული, რაც მათი სწორი განვითარების საწინდარია. სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით. სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი. გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენები(ინგლისური,,რუსული), აზროვნების წესი, მეწარმეობის საფუძვლები. ჩვენი პედაგოგები მოსწავლეებს ეხმარებიან მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაში, ამისთვის ტარდება მრავალი ინტელექტუალური კონკურსი, გამოფენა, ლიტერატურული საღამო, პრეზენტაცია და სხვ.
ყურადღება ექცევა ჯანმრთელობის დაცვით ტექნოლოგიებს, სწავლების პროცესში გამოიყენება ინტერაქტიული და ინოვაციური მეთოდები. ტარდება უამრავი საინტერესო ღონისძიება და ექსკურსია-ლაშქრობა, აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა არა მხოლოდ გონებრივი, არამედ ფიზიკური უნარების განვითარებას. სკოლაში აქტიურად მუშაობს მოსწავლეთა თვითმმართველობა. ინტერესების მიხედვით შექმნილია სასკოლო კლუბები. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სამეცნიერო კაბინეტ-ლაბორატორიით, სააქტო და საკონფერენციო დარბაზით, მოედნით, დახურული სპორტული დარბაზით, ბიბლიოთეკითა და კომპიუტერული კლასით. სკოლაში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული ჯგუფი (18.30 საათამდე). სკოლა “დეა” შეიქმნა მოტივირებული ადამიანების ჯგუფისაგან . ჩვენ შექმნის დღიდანვე მიზნად დავისახეთ საქართველოს განათლების სფეროში ჩვენი ადგილი დაგვეკავებინა , მოგვეპოვებინა ხალხის ნდობა და სიმპათია. ჩვენ ყოველდღიურად ვხვეწავთ მომსახურების პირობებს, რადგან ვთვლით რომ სწავლების მაღლი დონე წარმატების დიდი საწინდარია. სკოლის კრედოა : ,,გიყვარდეს ბავშვი, ენდე მას, არ ავნო”.